მაწვნის სუპი
10/31/2022
აქამდე მოცემული რეცეპტები სხვა ბევრ ინგრედიენტთან ერთად ბრინჯს შეიცავდა და ფაქტობრივად მაწვნის სუპი ბრინჯით გახლდათ, ახლა კი ბრინჯის გარეშე შემოგთავაზებთ და რაც მთავარია დავუმატებთ არაჟანს.
1 ლიტრი მაწონი
1 ლიტრი რძე
2 ცალი ხახვი
3-4 ღერი მწვანე ხახვი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
2 სუფრის კოვზი არაჟანი
2 ცალი კვერცხი
50 გრამი კარაქი
თითო-თითო კონა ქინძი/ტარხუნა
ნახევარი კონა კამა
ხახვი ტრადიციულად წვრილად დაწერით და კარაქთან ერთად მოხრაკეთ. დიდ ქვაბში ჩაყარეთ ფქვილი, ურიეთ, დაუმატეთ გათქვეფილი მაწონი, რძე, არაჟანი.
რძე თავიდან ნახევარი ჩაასხით. როცა დუღილს დაიწყებს, გასასქელებლად დარჩენილი რძეც დაამატეთ, მაგრამ ძალიანაც არ გაასქელოთ.
მარილი და დაჭრილი მწვანილები ჩაამატეთ. ბოლოს გათქვეფილი კვერცხი ჩაასხით და 5 წუთში გამორთეთ.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ კერძს სულ უნდა ურიოთ, თორემ აიჭრება. მისი ჭამა შეგიძლიათ როგორც ცხელი, ასევე ოდნავ შეციებული.
ამ კერძის უამრავი ვარიანტი არსებობს. თქვენ შეგიძლიათ მიყვეთ როგორც ზემოთ მოცემულ რეცეპტს, ასევე სრული თავისუფლება გაქვთ თქვენით შეცვალოთ რომელიმე ინგრედიენტი. მაგალითად, კამა ჩაანაცვლოთ პიტნით. გახსოვდეთ, რომ პრაქტიკა უკეთ მზარეულად გაქცევს.
მაწვნის წვნიანი კი ისეთი კერძია, რომელიც შეცდომას მარტივად გაპატიებთ და თუ პირველ ჯერზე სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, შემდეგი ცდა აუცილებლად წარმატებული იქნება.